ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძეზე - ენმ-მ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა

24.11.21 12:20
ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძეზე - ენმ-მ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ის აუდიმტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს.

ოპოზიციის წევრის, გიორგი კირთაძის თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა  დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი  ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე მონაწილეობდა. 

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ყოფილი ძალოვანები ფუტკარაძეს ასი ათასი დოლარის სანაცვლოდ პარტიის დატოვებას და საკრებულოში მუშაობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით სთხოვდნენ. 

კირთაძის თქმით, ჩანაწერები მას პირადად ნუგზარ ფუტკარაძემ მიაწოდა. 

ბატონ ნუგზართან მოლაპარაკებას დავით რიჟვაძის დავალებით, თორნიკე რიჟვაძის მამის დავალებით სათავეში ჩაუდგა ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანი. ესენი გახლავთ ვაჟა თაბაქიძე და ბადრი ბაკურიძე. რევოლუციის შემდეგ ორივე მათგანს მოუწია აჭარიდან წასვლა და  მხოლოდ ივანიშვილის მოსვლის შემდეგ ხელისუფლებაში, ისინი დაბრუდნენ ჩვენს ქალაქში. მათ არაერთი შეხვედრა გამართეს ნუგზარ ფუტკარაძესთან. ჩვენ ამის შესახებ საქმის კურსში ვიყავით, ბატონი ნუგზარი პირადად მე მაყენებდა საქმის კურსში ამ შეხვედრების შესახებ და მაშნ, რომცა ეს უკვე გაუსაძლის ხასიათს იძენდა, ბატონმა ნუგზარმა თითიონვე გააკეთა ჩანაწერები და ეს ჩანაწერები მომაწოდა პირადად მე.

აუდიოჩანაწერებში კარგად ჩანს, როგორ სთავაზობდა ვაჟა თაბაგიძე, რომელიც ამავდროულად, არის ზაზა დიასამიძის, ახლა ხელვაჩაურის მერად არჩეული ძველი პოლიციელის ბიძა და მისი სახელი და გვარი ძალიან კარგად ისმის, რომ მისი სახელითაც არიან მისულები ბატონ ნუგზართან, და ბადრი ბაკურიძე როგორ სთავაზობდნენ მას ასი ათას დოლარს და 20 % მისვლისთანავე სთხოვდნენ უკან, - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

 ზეწოლის შესახებ განცხადება ენმ-მ 5 ნოემბერსაც გააკეთა. ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძეც ესწრებოდა. ამის მიუხედავად, შსს-ს აღნიშნულ განცხადებაზე რეაგირება არ მოუხდენია.  

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე ~დღის წინ ბათუმში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები