ოკუპანტთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტების ბოგინი "ოცნების" პოლიტიკის ნაწილია - გიორგი კანდელაკი

24.11.21 12:39
ოკუპანტთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტების ბოგინი "ოცნების" პოლიტიკის ნაწილია - გიორგი კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი "კონსერვატიული მოძრაობის" წევრის, გიორგი მახარაძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელიც საქართველოში რუსული სამხედრო ბაზების განთავსებას ეხება. 

კანდელაკის თქმით, ის, რომ საქართველოში ექსტრემისტები ბოგინობენ, "ქართული ოცნების"  პასუხისმგებლობაა. 

პასუხისმგებელი იმაზე, რომ ოკუპანტთან ღიად დაკავშირებული ექსტრემისტები ასე ბოგინობენ საქართველოში, არის „ქართული ოცნება“, რადგან „ქართული ოცნების“ გაგრძელებაა და „ქართული ოცნების" პოლიტიკის ნაწილია ეს ყველაფერი, რომ არა მხოლოდ ათქმევინებენ ხოლმე მათ, რისი თქმაც მათ პირდაპირ ერიდებათ, არამედ საქმესაც აკეთებინებენ. მაგალითად, 5 ივლისს დილიდან საღამომდე სცემდნენ ადამიანებს აგერ ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა ამ ძალადობის შედეგად და ბრალიც არავის წარდგენია. ეს არის „ქართული ოცნების“ განაცხადი. ასე რომ, ყოველი დღე, ყოველი წელი „ქართული ოცნების“ ხელისყფლებაში ყოფნის კი, ნიშნავს რუსეთის გავლენის გარანტირებულ ზრდას, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

რადიკალთა პარტია საქართველოში  რუსული სამხედრო ბაზების განთავსებაზე ალაპარაკდა. 5 ივლისის ძალადობრივი დაჯგუფების წერვები, რომლებიც ახლა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნენ, პირდაპირ ამბობენ, რომ რუსეთს საქართველოში, კერძოდ, გონიოში  სამხედრო ბაზების განთავსებაზე უარს არ ეტყვიან. 

მსგავსი სიახლეები