"თუ ცვლილებები მართლა გვინდა, პოლარიზაცია ოპოზიციამ უნდა დავასრულოთ"- ვიქტორ ყიფიანი

20.07.26 19:29
"თუ ცვლილებები მართლა გვინდა, პოლარიზაცია ოპოზიციამ უნდა დავასრულოთ"- ვიქტორ ყიფიანი

ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე. რადგან, როდესაც ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანების ნაპირი კიდევ უფრო გაბევრდება, ეს უფრო ეფექტიანი გზა იქნება პოლარიზაციის დასასრულებლად, - ამის შესახებ პარტია “ჯერ საქართველოს“ დამფუძნებლმა, ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება.

"წითელი ხაზი არის არა კითხვაზე პასუხის გაცემა, იღებ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, არამედ, როგორ არჩევნებში მონაწილეობ.

ამიტომ, ყველაზე რეალური, თანაბარი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების გარკვეული წესების თავმოყრა და მმართველ პარტიასთან სწორედ ამ წესებზე საუბარი იქნება.

ოპოზიციამ უნდა ვიფიქროთ პოლარიზაციის დასრულებაზე. რადგან, როდესაც ცვლილებაზე ორიენტირებული ადამიანების ნაპირი კიდევ უფრო გაბევრდება, ეს უფრო ეფექტიანი გზა იქნება პოლარიზაციის დასასრულებლად, ვიდრე იმის მოლიდინი, ოცნება როდის გააკეთებს ამას, მითუმეტეს, რომ ამის სურვილი მათ არ აქვთ" - აცხადებს ყიფიანი.

მსგავსი სიახლეები