თუ ჩემი ოჯახის წევრი რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას" - რიჟვაძე ენმ-ს პასუხობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებში მისი ოჯახის წევრი რეალურად არ ფიგურირებს, "ყველას მოსთხოვს ბოდიშის მოხდას".
საქმე ეხება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გასაჯაროებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს, რომლის მიხედვითა რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.
მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და სწორედ ამ ადამიანის ხსოვნაც, მისი სახელის მოფრთხილებაც ითვალისწინებს, რომ მეტად ღირსეულად მოექცნენ მათივე თანამებრძოლები.
რაც შეეხება წინასწარ დაანონსებულ რაღაც ჩანაწერებს, ბუნებრივია, ამაზე და მათ შინაარსზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, თუმცა მერწმუნეთ, რომ თუ მათ შორის ჩემი ოჯახის წევრი, რომელიმე ჩანაწერში არ ფიგურირებს, ყველას მოვთხოვ ბოდიშის მოხდას", - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ის აუდიომტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს.
ოპოზიციის წევრის, გიორგი კირთაძის, თქმით, ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლა და გადაბირების მცდელობა დავით რიჟვაძის დავალებით ხდებობდა, თავად პროცესში კი ორი ყოფილი ძალოვანი, ვაჟა თაბაგიძე და ბადრი ბაკურიძე, მონაწილეობდა.
კირთაძის თქმით, ჩანაწერები მას პირადად ნუგზარ ფუტკარაძემ მიაწოდა.