ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს
საქართველოს ელჩი გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
ამავე ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ქვეყნების ელჩების აკრედიტაციის ღონისძიება ბერლინში, 23 ივლისს გაიმართება.
ალექსანდრე კარტოზია გერმანიაში საქართველოს ელჩად 2025 წლის 1-ელ ოქტომბერს დაინიშნა.