"ლელოს" ლიდერები კახეთში მოსახლეობას შეხვდნენ და საზღვრისპირა სოფლის პრობლემები მოისმინეს
„ლელო – ძლიერი საქართველო“ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, თანამებრძოლებთან ერთად, ამჯერად კახეთში იმყოფებოდა, სადაც სიღნაღსა და სასაზღვრო სოფელ ერისიმედში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრების მთავარი თემა სოფლის მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემები იყო. ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა მდინარის ადიდებაა – ძლიერი წვიმების შემდეგ წყალი კალაპოტიდან გადმოდის, იტბორება სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზიანდება სოფლის ერთადერთი მისასვლელი გზა და დასახლება ფაქტობრივად გარე სამყაროს წყდება.
„ლელოში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯებია საჭირო და ხელისუფლებას ადგილობრივი მოსახლეობის გამოწვევებზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი წყალმოვარდნა იყო, რის შედეგადაც დაუზიანდათ საცხოვრებელი გარემო, სამეურნეო სავარგულები, შინაური ფრინველები და ცხოველები დაეხოცათ. ამ ადმაიანებს, რომლებიც ამაგრებენ უმნიშვნელოვანეს საზღვარს და საზღვრისპირა სოფელს ქმნიან, სჭირდებათ სახელმწიუფოს მხარდაჭერა. ადგილობრივების და ჩვენი აქტიურობის შედეგად, ხელისუფლება იძლებული გახდა, რომ დაინტერესებულიყო საღვრისპირა სოფლის პრობლემებით. იქ იმყოფებოდნენ უზარმაზარი კორტეჟით, შემადგენლობით და დაიდო პირობა, რომ 15 აგვისტოდან დაიწყება რეაბილიტაცია, ზიანის შედეგად კომპენსაციების გაცემა და ა.შ. 15 აგვისტო ძალიან ახლო პერიოდშია. ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალთ აქ, გავაკონტროლებთ, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.