ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია როდის აქეთ გახდა საუკეთესო სტანდარტი? - მახაშვილი
"ქართული ოცნება" ისევ ამტკიცებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. ლევან მახაშვილი დღეს TI-ის განცხადებას გამოეხმაურა და ირწმუნებოდა, რომ ყველა, ვინც დაკავებულია, სასჯელს სამართლიანად იხდის.
ამასთან, "ოცნების" დეპუტატი ამტკიცებს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტგო ასამბლეის რეზოლუცია საუკეთესო სტანდარტი არ არის.
ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლიციამ ისიც "დაადგინა", რომ თურმე საქართველოში არჩევნები არ ასახავს საქართველოს მოსახლეობის ნებას. ამიტომ, სრული აბსურდია. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია როდის აქეთ გახდა საუკეთესო სტანდარტი მე არ ვიცი. ერთი ქვეყანა დაასახელონ ევროპის საბჭოს აი, იმ საპარლამენტო ასამბლეის, სადა შეუძლიათ, პოლიციელი სცემონ, პოლიციელს გაარტყან, პოლიციელი დაწვან, არჩევნებში იმ ფორმით ჩაერიონ და იმ ფორმით დანაშაული ჩაიდინონ, რაც ჩაიდინა ელენე ხოშტარიამ. ეს დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებებით. ერთი ქვეყანა დაასახელონ, სადაც შეგიძლია, პარლამენტის შენობა დაწვა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევარდე. პოლიტპატიმარი კი არა, აირეთ საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, გერმანია, პოლიციელს რომ შეუბერო, შეიძლება გააქრონ ისიც და ის ორგანიზაციაც, რომელსაც წარმოადგენენ, - ამბობს ლევან მახაშვილი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში 90 პოლიტპატიმარია. ამის შესახებ სანდრო ბარამიძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს ეფუძნება, ხოლო უმრავლესობა ერთზე მეტ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.