ვითარება სოფელ ზეღდულეთში - მოსახლეობა მთავრობას 2 კვირიან ულტიმატუმს უყენებს

24.11.21 13:24
ვითარება სოფელ ზეღდულეთში - მოსახლეობა მთავრობას 2 კვირიან ულტიმატუმს უყენებს

შიდა ქართლში, სოფელ ზეღდულეთში, მოსახლეობა მთავრობას 2 კვირიან ვადას აძლევს, იმისთვის რომ 100 ჰექტარზე მეტი მიწის ფართი  უკან დაუბრუნდეთ. პროტესტის მონაწილეები  ამბობენ, რომ თუ პირობა არ შესრულდება,  უკიდურეს ფორმას მიმართავენ - პირს ამოიკერავენ და შიმშილობას დაიწყებენ. 

ზედღულეთის მოსახლეობამ ცოტა ხნის წინ ავტობანის გადაკეტვა სცადა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა.  აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება მათ თვითმართველობის არჩევნების წინ   პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.  

მსგავსი სიახლეები