მაქსიმალურად უნდა გამოვივაჭროთ ისეთი პირობები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს - ვიქტორ ყიფიანი
მაქსიმალურად გამოვივაჭროთ ისეთიო პირობები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს, - ასე განმარტავს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი მის გუშინდელ განცხადებას.
ყიფიანის განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მიღწევის მთავარი გზა არჩევნებია, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესი სამართლიანი იქნება და კონკურენტულ გარემოში ჩატარდება.
მისი შეფასებით, სწორედ ამიტომ, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო თამაშის წესებზე დიალოგი უნდა დაიწყონ, რათა მომავალი არჩევნები საზოგადოების ნდობით აღჭურვილ გარემოში გაიმართოს.
მაქსიმალურად გამოვივაჭროთ ისეთი პირობები, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და შესძენს, მაგრამ იმისთვის, რომ "ოცნება" დავიყოლიოთ რომწ ამოვიდეს ასეთ გარიგებაზე, ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ კრიტიკული მასით. კრიტიკული მასა ნიშნავს, რომ ოპოზიციამ საკუთარ მხარეს უნდა გადმოიყვანოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ამომრჩევლის. ჩვენ ვიგულისხმეთ საზოგადოებაშ პოლარიზაციის დასრულება და საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება გადის სწორედ იმაზე, რომ კონკრეტულად გამოვკვეთოთ დიდი მასა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მომხრე არიან ცვლილებეს და მგონია, რომ ასეთი რაოდენობა რეალურად დიდია.ეს კიდევ ერთი სოლიდური მცდელობა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუ ამას "ქართული ოცნების" მხრიდან არ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, დასკვნა სახეზე იქნება, ესე იგი, "ქართული ოცნება" საბოლოოდ უარს ამბობს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენაზე, - ამბობს ვიქრო ყიფიანი.
ვიქტორ ყიფიანის ამ შეთავაზებას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს.
არსებობს კიდეც ოპოზიციის ალიანსისგან საზოგადოებისთვის შეთავაზებული 6 პუნქტი, რომელიც ასახავს ახალ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შინაარსს და ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია, რომ გაიზიაროს ეს 6 პუნქტი ან გაგვიზიაროს მოსაზრებები ამ პუნქტებთან დაკავშირებით. რაშიც არ ვეთანხმები, არის ის, რომ ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში, "ქართულ ოცნებასთან" რაიმე ტიპის დისკუსიას სამართლიანი არჩევნების წესებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უშინაარსო და კონტრპროდუქტიული, - ამბობს "დროას" წევრი გიგა ლემონჯავა.
გახარიას გუნდის წევრი ტატა ხვედელიანი ფიქრობს, რომ აღნიშნული მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია, რადგან ივანიშვილი სამართლიან არჩევნებს ლანგარზე არავის მიართმევს.
მე არ ვიცი, რატომ ჰგონია ბატოპნ ყიფიანს, რომ ის შეძლებს "ოცნებასთან" საუბარს ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით, სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით, თუმცა ის, რომ ივანიშვილი მას ლანგარზე მიართმევს სამართლიან არჩევნებს, ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია და ჩემი მხრიდან მე ვუსურვებ მას წარმატებას ივანიშვილთან სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებაში. მას რაღაც ახალი ფორმულა აქვს ამ პროცესის, - ამბობს ტატა ხვედელიანი.
ენმ-ს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი კი ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულს პოლარიზაციაზე პასუხისმგებელი სწორედ ივანიშვილია, ამიტომ პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის მხრიდან ვერ მოხდება.
როცა ვსაუბრობთ ჩვენ პოლარიზაციის დასრულებაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც აპირებს პარტიების აკრძალვას, რომელსაც მათ შორის აღძრული საქმეები ყველა ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ, ამიტომ პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის მხრიდან ჩანს წარმოუდგენლად, - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.