ლომჯარია უნდა იყოს სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი - ირაკლი ქადაგიშვილი

24.11.21 13:31
 ლომჯარია უნდა იყოს სახალხო დამცველი და არა ერთი  პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი - ირაკლი ქადაგიშვილი

"ქართული ოცნების" ლიდერების მსგავსად, მმართველი პარტიის  დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი სახალხო დამცველს მიკერძოებაში ადანაშაულებს. დეპუტატის თქმით, ის, რომ ნინო ლომჯარია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელია, ნათლად ჩანს და ამის ხმამაღლა თქმა მმართველი პარტიის მხრიდან შტურმს სულაც არ ნიშნავს. 

ჩვენ ვამბობთ იმ სიმართლეს, რომელი სიმართლეც ზედაპირზე დევს. აქედან გამომდინარე, სიმართლის თქმა, შტურმის მიტანა არ არის. მეორეც, ნინო ლომჯარია უნდა იყოს სახალხო დამცველი და არა ერთი პოლიტიკური აქტორის და პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარებელი. ლომჯარიას საქმე ის კი არ უნდა იყოს, რომ როგორ წაიყვანოს საქმე იქითკენ, რომ პატიმარი სააკაშვილი გარეთ გამოიყვანოს, ნინო ლომჯარიას საქმე უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ თუ ირღვევა პატიმარი სააკაშვილის უფლებები, ეს უფლებები დაიცვას, - თქვა ქადაგიშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველზე ორგანიზებული შტურმი განახორციელა. ნინო ლომჯარიას სიტყვიერად თავს ჯერ მმართველი პარტიის თვამჯდომარე ირაკლი კობახიძე, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესხა. პრემიერმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის გადაწყვეტილებები უსამართლოა.   

მსგავსი სიახლეები