8 ოპოზიციონერის საქმე - გადავადდება თუ არა განაჩენის გამოცხადება?

21.07.26 20:25
8 ოპოზიციონერის საქმე - გადავადდება თუ არა განაჩენის გამოცხადება?

ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე საქმის სასამართლო განხილვები, სავარაუდოდ, აგვისტოში შეჩერდება. ოფიციალური მიზეზი მოსამართლის შვებულებაა. საბოლოო გადაწყვეტილებას მოსამართლე ჯვებე მახარობლიძე კვირის ბოლომდე მიიღებს. დღევანდელი სხდომის შემდეგ დაცვის მხარეს გაუჩნდა მოლოდინი, რომ პროდასავლური ოპოზიციის რვა ლიდერის მიმართ განაჩენის გამოცხადება და, შესაბამისად, მათი შესაძლო პატიმრობაც გადაიდება.

სახელმწიფო ბრალდებამ ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დღეს დაიწყო. სასამართლომ 47 ტომიდან უკვე 12 ტომი განიხილა. სავარაუდოდ, პროკურატურა წერილობითი მტკიცებულებების წარდგენას ივლისის ბოლომდე დაასრულებს.

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი სხდომაზე პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებსა და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს კითხულობდა. ასევე გაირკვა, რომ საქმის მასალებს დაემატა საგამოძიებო უწყების მიერ გამოთხოვილი დოკუმენტებიც, მათ შორის USAID-ის, „ნანუკას ფონდის“ და ადამიანის უფლებათა ფონდის მასალები.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები