ვიქტორ ყიფიანის შეთავაზება ოპოზიციას - ვინ იზიარებს და ვინ არა "ჯერ საქართველოს" ლიდერის პოზიციას

21.07.26 20:38
ვიქტორ ყიფიანის შეთავაზება ოპოზიციას - ვინ იზიარებს და ვინ არა "ჯერ საქართველოს" ლიდერის პოზიციას

 

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციას „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს სთავაზობს. მისი თქმით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ქვეყანაში სამართლიანი საარჩევნო გარემოს შექმნა უნდა იყოს. ყიფიანი, რომელიც წლების განმავლობაში ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ დაინახავს, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაკარგა და ამომრჩეველთა უმრავლესობა ოპოზიციის მხარეს დგას.

„ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებების იდეას დღეს ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაემიჯნა. პოლიტიკოსები, რომელთა ლიდერებიც პატიმრობაში იმყოფებიან და რომელთა პარტიების აკრძალვაზეც მმართველი გუნდი ღიად საუბრობს, აცხადებენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაზე მსჯელობისთვის მზად არიან, თუმცა არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ შესაბამის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფორმატში.

ვიქტორ ყიფიანის ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა იმ პოლიტიკური ძალებისთვისაც, რომლებსაც წარსულში „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის გამოცდილება ჰქონდათ. ისინი აცხადებენ, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს სასურველი შედეგი არ მოჰყოლია და დღეს მსგავსი დიალოგის პერსპექტივას ვერ ხედავენ.

ივანიშვილის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტია კი ბიძინა ივანიშვილის ყოფილ ადვოკატს მხოლოდ წარმატებას უსურვებს და მის ინიციატივას არ იზიარებს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.