ღარიბაშვილი და "ოცნება" ანტივაქსერებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თანამედროვე მედიცინასთან - კალოიანი

24.11.21 13:31
ღარიბაშვილი და "ოცნება" ანტივაქსერებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე თანამედროვე მედიცინასთან - კალოიანი

"ევროპული საქართველოს" წევრის, ვახტანგ კალოიანის, თქმით, თუ ეპიდემიის მართვასთან დაკავშირებით ხელისუფლებისპოზიცია არ შეიცვალა, ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა არ შემცირდება. 

არ შემცირდება არც ინფიცირებულთა რაოდენობა, არც გარდაცვლილთა მანამ, სანამ ხელისუფლება არ დაანებებს თავს პოპულისტურ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებით. როგორც ეტყობა, პრემიერი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნება" ანტივაქსერებთან უფრო ახლოს გრძნობს სულიერ სიახლოვეს, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ძირითად პრინციპებთან, რის ფასსაც ვიხდით ყოველდღიურად 80 ადამიანის გარდაცვალებით", - თქვა ვახტანგ კალოიანმა.

მსგავსი სიახლეები