“ოცნება“ არ არის პოლიტიკური გუნდი, ესენი არიან უბრალოდ მსახურები ბატონის - სანდრო ბარამიძე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტი, სანდრო ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ “ოცნებას“ პატიმრებით ვაჭრობის იმედი აქვს, თუმცა, მისი თქმით, ნიშნები, რომ ამ თემით მათთან ვინმე დაიწყებს ვაჭრობას არც ჩანს და დარწმუნებულია, რომ არც გამოჩნდება.
მისი თქმით, “ოცნება“ არ არის პოლიტიკური გუნდი და ერთადერთი ადამიანი, ვინც გადაწყვეტილებებს ღებულობს, ივანიშვილია, დანარჩენები კი, მისი ინსტრუქციების, დირექტივების და ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელბი არიან.
ვინ გაბედავს იქ, რაიმე განსხვავებულის თქმას, რაში ეტყობათ ამ ადამიანებს, რომ რაიმეს მთქმელები არიან, თავიანთი ბოსის წინაშე. ამისთანა პოლიტიკური გუნდი იქ, როგორც ასეთი, არ არსებობს. ესენი არიან უბრალოდ მსახურები ბატონის, აქედან გამომდინარე, არავინ არის იქ, რომ ესმოდეს, რაც უფრო მიდიხარ ღრმად ჭაობში, ერთადერთი არის დახრჩობა. ჭაობში რაც უფრო შორს წახვალ, უფრო ჩაეფლობი. ამისთანა ჭაობში არიან და მიდიან, რადგან არავის აქვს უნარი თქვს, მოდით, დავბრუნდეთ უკან, - განაცხადა ბარამიძემ.