ხალხი გრძნობს, რომ უნდობლობის დიდი სანაგვე დევს და ეს სანაგვე თუ არ გაიტანე, არაფერს აზრი არ აქვს - კობერიძე

21.07.26 23:46
ხალხი გრძნობს, რომ უნდობლობის დიდი სანაგვე დევს და ეს სანაგვე თუ არ გაიტანე, არაფერს აზრი არ აქვს - კობერიძე

ხალხი გრძნობს, რომ უნდობლობის დიდი სანაგვე დევს და ეს სანაგვე თუ არ გაიტანე, არაფერს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ, პოლიტიკოსმა, ცოტნე კობერიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია რეალობას გაუსწორო თვალი, რომ შემდეგ გქონდეს ამბიცია, ამ რეალობის შეცვლის, რაც ძალიან რთულია.

გამოსავალს მე ვხედავ იმაში, რომ ადამიანი ზოგადად გენდობოდეს. მანქანაზე ვსაუბრობთ, რომელსაც აქვს საწვავის ავზი გახეთქილი და რაც არ უნდა გზით წავიდეს, ვ ერსად მიაღწევს რადგან საწვავი არ აქვს. თითქოს, რევოლუციას ნაკლები ხმარდაჭერა სჭირდება ვიდრე არჩევნებს, არა, სინმადვილეში ერთსაც და მეორესაც სჭირდება ბევრი ხალხის ნდობა, ეს ნდობა რომ არ არსებობს, არის ფაქტი. შეიძლება, მეც ვერ აღვადგინო, მაგრამ შანსზე ვთქვა უარი, არ არსებობს იმის შანსი, ამ ხალხს ვინმეს ნდობა ჰქონდესო, ეს დიდი აფერისტობა, ტყუილი და ყველას მძევლად აყვანა. მაგის შანსი არსებობს და ამიტომ აქვს პოლიტიკას აზრი, - განაცხადა ცოტნე კობერძემ.

მსგავსი სიახლეები