ძალიან კარგია, რომ ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას იმედი გაუცრუა - ანა ნაცვლიშვილი

24.11.21 13:41
ძალიან კარგია, რომ ნინო ლომჯარიამ ხელისუფლებას იმედი გაუცრუა - ანა ნაცვლიშვილი

"ქართული ოცნების" კრიტიკას სახალხო დამცველის მიმართ ოპოზიციაში ეხმიანებიან. "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი, ამბობს, რომ ნინო ლომჯარიამ მმართველ გუნდს იმედი გაუცრუა, როდესაც მასზე კონტროლის საშუალება არ მისცა. 

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, სახლხო დამცველზე თავდასხმა მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხდება. 

მინდა, გულწრფელად მივუსამძიმრო „ქართულ ოცნებას“ , ნინო ლომჯარია არის მათი დიდი იმედგაცრუება და ეს არის ქვეყნისთვის ძალიან კარგი. „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია ნინო იმ იმედით, რომ შეძლებდნენ მისი ტონის და მოქმედებების გაკონტროლებას და ახლა არიან იმედგაცრუებულები და ამიტომ ესხმიან მას თავს. ძალიან კარგი, რომ მათ ეს იმედი გაუცრუა ნინომ.

რაც შეეხება კრიტიკას ომბუდსმენის მიმართ, მხოლოდ ავტორიტარულ სახელმწიფოებში ხდება, როდესაც ხელისუფლება კონცენტრირებულად, ორგანიზებულად და ერთხმად თავს ესხმის უფლებადაცვით ინსტიტუციებს, - თქვა ანა ნაცვლიშვილმა. 

"ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველზე ორგანიზებული შტურმი განახორციელა. ნინო ლომჯარიას სიტყვიერად თავს ჯერ მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, დაესხა. პრემიერმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის გადაწყვეტილებები უსამართლოა.   

მსგავსი სიახლეები