ჩვენ არ დაგვიწყია პარტიის კეთება, დავიწყეთ ახალი პროცესი, რომელიც ემსახურება ფუნდამენტურ ცვლილებას - ბუაძე
ჩვენ არ დაგვიწყია პარტიის კეთება, დავიწყეთ ახალი პროცესი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანაში ფუნდამენტურ ცვლილებას და არა კიდევ ერთი პარტიის დაფუძნებას, - ამის შესახებ საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი აპირებენ შემოდგომიდან დაიწყონ ახალი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ბევრ ადამიანს მიიზიდავს და თანამოაზრეების ნიადაგზე შექმნის ისეთ ენერგიას, რომელიც გარდაიქმნება პარტიად.
ჩვენ არ დაგვიწყია პარტიის კეთება, დავიწყეთ ახალი პროცესი, რომელიც ემსახურება ამ ქვეყანაში ფუნდამენტურ ცვლილებას და არა კიდევ ერთი პარტიის დაფუძნებას. ამიტომ, როცა მომავალზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ, აქ ვინც ვართ და ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს და ახლა არ არის, ვიწყებთ პროცესს, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც პოლიტიკური პარტიის დაფუძნება იქნება. ყველანაირი პრანჭვის გარეშე შემიძლია გითხრათ, რო ჩვენი მიზანია, პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, ერთ-ერთი ამოცანაა საარჩევნო პროცესში მონაწილეობა და ამ გზით ცვილებების მოტანა.
ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პოლიტიკური კლასი არ ემსახურებოდა ამ ქვეყნის უმრავლესობისთვის კეთილდღეობის მიწოდებას, მეტიც, ისე მოხდა, რომ ამ პოლიტიკურმა ელიტამ, რომელიც 30 წელი განსაზღვრავდა პოლიტიკურ ბედს, მხოლოდ 5 და 10 პროცენტისთვის მოახერხა კეთილდღეობის მოტანა. ჩვემი მიზანია, ეს სიკეთეს, სიმდიდრე, ქონება, რასაც ეს ქვეყანა ქმნის, მხოლოდ 5 და 10 პროცენტთან კი არ დარჩეს, ყველასთან მივიდეს. სწორედ ამას სჭირდება ახალი პოლიტიკური თაობა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვინმეს გადაშენება გვინდა, ვინც არსებობს, არც ამ ხალხის ბრძოლას ვაყენებთ ეჭვქვეშ , თუმცა, ისინი არ არიან საკმარისი, რომ ამ ქვეყანაში მოვიტანოთ ცვილელება, - განაცხადა ბუაძემ.