ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის გასაღები რუსეთთან ურთიერთობასთან კავშირში არ არის - მიხეილ სარჯველაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, მიიჩნევს, რომ საქართველოს დეოკუპაცია რუსეთთან კავშირში არ არის და ამის განხორციელება მხოლოდ ქვეყნის განვითარების გზითაა შესაძლებელი.
მკაფიოდ და არაორაზროვნად ვიძახი, არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი დეოკუპაციის, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს პრაქტიკულად ეგზისტენციალური ამოცანაა, ამ ამოცანის შესრულებისთვის, პრობლემის გადაჭრისთვის გასაღები რუსეთთან ურთიერთობასთან კავშირშია. გასაღები ამ შემთხვევაში სხვა მიმართულებით გვაქვს საძებნელი და ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარება - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.