პოლიტიკოსების კრიტიკის გამო ჟურნალისტების დაპატიმრება კანონი კი არა, ავტორიტარული პარანოიაა - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში ექხმაურება და აღნიშნულს გადაწყვეტილებას "სუფთა ავტორიტარულ პარანოიად" აფასებს.
ტერორი საქართველოში: რუსული სტილის ტოტალური ცენზურა ყველას თვალწინ! - წერს სალომე ზურაბიშვილი.
„ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, სუფთა ავტორიტარული პარანოიაა!“ - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.