ხოშტარია: სიტყვების შეზღუდვა საზოგადოების მკვლელობაა, ამაზე თუ რეაქცია არ გვექნა, ნიშნავს, რომ მონობას ვაწერთ ხელს
სიტყვების შეზღუდვა არის საზოგადოების მკვლელობა, ამაზე თუ რეაქცია არ გვექნა, ნიშნავს, რომ ჩვენივე ხელით მონობას ვაწერთ ხელს - ასე ეხმაურება დაპატიმრებული ქალი პოლიტიკოსი, ელენე ხოშტარია "ვივა მედიდან" ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობაში გაშვებას.
ხოშტარია სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ ჟურნალისტს და ამბობს, რომ მომხდარზე საზოგადოებას უნდა ჰქონდეს მძაფრი რეაქცია.
როცა ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს არის ყველაზე საგანგაშო - აცხადებს ელენე ხოშტარია.
პირველ რიგში ჩემი პატივისცემა ვახო სანაიას. გამორჩეულია ნამდვილად საკუთარი შეუპოვრობით. სრული მხარდაჭერა მის ოჯახს. საგანგაშო რაც დღეს ხდება, პირველ რიგში არის ის, რომ აბსოლუტურად ცხადია, რომ მიდგნენ ტელევიზიებს, მიდგნენ ფორმულას, მიდგნენ ტვ პირველს, კავკასიას და ჟურნალისტებს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს დიქტატურის ბოლომდე გაფორმებას ნიშნავდეს, მაგრამ ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ თუ ჩვენ ამაზე არ გვექნება რეაქცია, როცა ადამიანს იჭერენ სიტყვისთვის, ეს იქნება ყველაზე საგანგაშო, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით მონობას ვაწერთ ხელს. სიტყვების შეზღუდვა არის ადამიანის მკვლელობა და საზოგადოების მვკლელობა. საგანგაშო იქნება თუ ჩვენ ამას გავატარებთდ ა ამას შევეგუებთ. სხვა მხრივ, ძალიან უსამართლოა, რომ ვახო იქნება საპატიმროში, დარწმუნებული ვარ, ის იამაყებს ამით, ჩვენც ვიამაყებთ ამით, მაგრამ ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ, მოვიმოქმედოთ, იმისთვის, რომ ვანახოთ, რომ სიტყვსი დათმობას ჩვენ არ ვაპირებთ", - ამბობს ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.