"რაღაცნაირად გადაიტანს" - "ოცნებაში" სანაიას დაპატიმრებაზე კომენტარი გაკეთდა

22.07.26 15:20
"რაღაცნაირად გადაიტანს"  - "ოცნებაში" სანაიას დაპატიმრებაზე კომენტარი გაკეთდა

 

 

"რაღაცნაირად გადაიტანს" - ასე ეხმიანება "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღიან პატიმრობას. მაჭავარიანი ვახო სანაიას ქმედებას "უპასუხისმგებლოს" უწოდებს და ამტკიცებს, რომ სანქცია, რომელიც ჟურნალისტის მიმართ მოსამართლემ გამოიყენა, ადეკვატურია.

თუ ჩვენ ფართო კონტექსტში არ შევხედეთ, მაშინ, რა თქმა უნდა, დედლაინი იქნება ხმაურიანი, რომ ადამიანმა პოსტი დაწერა და 14 დღით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამოჰყო თავი. მე რამდენადაც ვიცი, ეს განმეორებითი იყო, ისიც ვიცი, რომ მას ჯარიმა არ გადაუხდია. ანუ სრული უპასუხისმგებლობა, მსუბუქად რომ შევაფასოთ, გამოავლინა უწყებების მიმართ. ადამიანი როცა ასეთ უპატივცემულობას იჩენს კნკრეტული უწყებების მიმართ, რომ განმეორებით სჩადის იგივე დანაშაულს, არ იხდის იმ ჯარიმებს, რომელიც აქვს დაკისრებული და საერთოდ არ აინტერესებს სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს, მოსამართლეს, რა თქმა უნდა, სხვა გზა აღარ რჩება და უნდა იყოს სასჯელი სასჯელაღსრულების დაწესებულება,რ ომელიც სულ 14 დღეა თუ არ ვცდები და რაღაცნაირად გადაიტანს ბატონი სანაია. ნუ აყენებენ შეურაცხყოფას სხვას, ნუ ლანძღავენ, ნუ ულახავენ ღირსებას სხვა ადამიანებს და პატივი სცენს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ყველაფერი არის კარგად. ნუ გადაკეტავს 10 ადამიანი ტროტუარს და ნუ იძალადებს დანარჩენ მოქალაქეებზე, ნუ გადაკეტავს 100 ადამიანი ცენტრალურ გამზირს და იძალადებს ამით დანარჩენ მოქალაქეებზე. ყველაფერი ხომ ლოგიკურია, ახლა მე რაც ჩამოვთვალე. დავიცვათ წესები, დავიცვათ კანონი და ყველაფერი კარგად იქნება, - ამბობს ლევან მაჭავარიანი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს.

მსგავსი სიახლეები