"ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში - ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

22.07.26 17:11
"ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში - ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, გაფართოების ევროკომისარ მარტა კოსს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასს მიმართავს:

„საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-პოსტის გამო 14 დღით დააპატიმრეს. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირი ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში. მკაცრი და გადამწყვეტი მოქმედებების დროა!“ - აცხადებს ევროპარლამენტარი. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ევროპარლამენტარები ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურებიან