რეპრესიები პუტინის სცენარით - რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას"?

22.07.26 20:11
რეპრესიები პუტინის სცენარით - რა გეგმა აქვს "ქართულ ოცნებას"?

პირდაპირ ეთერში, პროტესტი გამო, კრემლმა ჟურნალისტ მარინა ოვსიანიკოვა​ს რუსული არმიის დისკრედიტაციის მუხლით 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ციხეში სიტყვების გამო ოვსიანიკოვა​ს ჩასმა ვერ მოასწრეს, მან ქვეყნის დატოვება შეძლო. ეს ერთი მაგალითია რუსეთიდან, რომელმაც ბევრს საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიას სიტყვების გამო პატიმრობაში გაშვების შემდეგ გაახსენდა. 

რაც ახლა საქართველოში ხდება, რუსეთში მოფიქრებული გამოცდილი და ამუშავებული სცენარია - ამბობენ ექსპერტები. პუტინმა ჟურნალისტებით დაიწყო და რიგითი მოქალაქეებით გააგრძელა.

ნიკიტა ტუშკანოვი, ისტორიის მასწავლებელი კომიდან, რომელიც სოც ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო 5 წლითა და 5 თვით დააპატიმრეს. მხატვარი ალექსანდრა  სკოჩილენკო კი დააკავეს 7 წლით, იმის გამო, რომ სუპერმარკეტში საქონლის ფასის მაჩვენებლები შეცვალა ბუჩასა და ომის შესახებ საინფორმაციო ბარათებით.

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოც ზუსტად იგივე გზაზე დგას. 

რუსეთის ისტორია ასობით მაგალითს ინახავს, როდესაც სიტყვების პოსტები ან სოც.ქსელში გამოქვეყნებული სევდიანი "ემონჯის" გამო მოღალატეებაად და უცხოელ აგენტებად გამოაცხადეს ხალხი.

რუსეთში ჟრუნალისტების დაჯარიმებით  დაწყებული ამბავი, ჟურნალისტების ციხეში გაშვებით გაგრძელდა საბოლოოდ კი დამოუკიდებელი მედია გაქრა.