რატომ არ დაუშვა მოსამართლემ დიპლომატები პროცესზე - ახალი სკანდალი ოპოზიციის დევნის საქმეზე

22.07.26 20:25
რატომ არ დაუშვა მოსამართლემ დიპლომატები პროცესზე - ახალი სკანდალი ოპოზიციის დევნის საქმეზე

ოპოზიციის დევნის საქმეზე განაჩენის გამოცხადება მინიმუმ 1 თვით გადაიდო. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ, რომელმაც ბოლო 2 თვე სასამართლო სხდომები საგანგებო რეჟიმში ატარა და კვირაში 2-ჯერ  მხარეები და  ბრალდებულები მინიმუმ 6/7 საათი სხდომაზე ატარა, შვებულებაში გავიდა. როდის განახლდება ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული საქმის განხილვა ჯერ არავინ იცის. 

ბოლო შუამდგომლობა რომელზეც 8 პოლიტიკური ლიდერის საქმეზე იმსჯელეს, ერთობლივი წერილია. გერმანიის, საფრანგეთის. დიდი ბრიტანეთის  პოლონეთისა და ევროკავშირის წარმომადგენლობა მოსამართლისგან გახმაურებულ საქმეზე დასწრების უფლებას ითხოვდნენ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების განხილვაზე დიპლომატიური დაკვირვება არის ხანგრძლივი და ფართოდ აღიარებული პრაქტიკა"-  წერენ დიპლომატები მოსამართლის სახელზე გაგზავნილ წერილში.

სასამართლოს კარი საელჩოების მონიტორებისთვის არ გაიხსნება - ასეთია მოსამართლის პოზიცია. ჩნდება კითხვა, თუ პროკურატურას ოპოზციის ლიდერების წინააღდეგ ბრალი გამყარებული აქვს, გააჩნია მტკიცებულებები, რომ ისინი საბოტაჟს აწყობდნენ, რატომ დახურა პროცესები და რატომ არ უშვებს დიპლომატებს რომ ისინიც დარწმუნდნენ ლიდერების დანაშაულში. 

8 პოლიტიკური ლიდერის საქმე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. 47 ტომიდან პროკურატურამ ჯერ 15 გამოიკვლია.  სავარაუდოდ, საქალაქო სასამართლოში საქმეები სექტემბრიდან განახლდება. ამ საქმეზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძეს, ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გამოძიება ე.წ საბოტაჟს ედავება და 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ზურა ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძეს კი საბოტაჟთან ერთად უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გამო 15 წლიანი მსჯავრი დაედებათ, თუ სასამართლო გამამტყუნებელ ვერდიქტს გამოიტანს. ექს პრეზიდენტს კი 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდების გამო. 

ნანუკა ქაჯაია თემის დეტალებით