პირველი პრეცედენტი საქართველოში - ჟურნალისტი ციხეში სიტყვის გამო გაუშვეს
ციხეში სიტყვის გამო - ტელეწამყვანი ვახო სანაია 14 დღიანი პატიმრობაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსის გამო გაუშვეს.
რას წერდა ჟურნალისტი? - მისი სტატუსით ის მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ არ მიეყენებინათ შეურაცხყოფა შალვა პაპუაშვილისა და ლადო ბოჟაძისთვის. ამ პოსტი გამო სანაია დააჯარიმეს და როდესაც ჯარიმის შესახებ ძველი პოსტი გაიხსენა, უკვე დააკავეს.
"ქვეყანა სულ უფრო მძიმე ცენზურის რეალობაში შედის, სადაც მართვა დიქტატორის წესებით მოქალაქეებს ხმის ამოღების უფლებასაც კი უზღუდვას" - ეს არის იმ ჟურნალისტების შეფასება, ვინც დღეს ვახო სანაიას მხარდასაჭერად მივიდა.
ვახო სანაია პირველი ჟურნალისტია ვინც სოც.ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გამო 14 დღით პატიმრობაში გაუშვეს.
"სახეზეა ჟურნალისტის სამაგალითო დასჯა" - ეს არის მედიის თემაზე მომუშავე ორგანიზაციების დასკვნა.
ვახო სანაიას მომდევნო ორ კვირას მცხეთის იზოლატორში გაატარებს, ის სამარტოო საკანში შეასახლეს. დღეს სანაია ადვოკატმა მოინახულა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ის გაჩუმების მიზნით დააკავეს. ის არ აპირებს პატიმრობიდან გამოსვლის შემდეგაც საკუთრ თავს ცენზურა დაუწესოს.