დინამიკა დადებითია, გუშინ საღამოს 5 წუთი შეძლო სიარული - ექიმი სააკაშვილის მდგომარეობაზე

24.11.21 15:09
დინამიკა დადებითია, გუშინ საღამოს  5 წუთი შეძლო სიარული - ექიმი სააკაშვილის მდგომარეობაზე

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის, თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უმჯობესდება. 

ადინამიის შემდეგ პირველი მცდელობა ჰქონდა, დილით გაიარა დერეფანში, გაუჭირდა, თუმცა გუშინ საღამოს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში შეძლო სიარული, ნელნელა ფიზიკურ დატვირთვასაც დავუმატებთ. დინამიკა არის დადებითი, ყველა ლაბორატორიული მაჩვენებელი  ნელნელა წესრიგდება", - ამბობს ელენე გიორგაძე.

 

მსგავსი სიახლეები