"ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ!" - ლევან ხაბეიშვილი
"ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ!" - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი დაკავებული ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
დაკავებული პოლიტიკოსი საზოაგდოებას მიმართავს და მოუწოდებს "გაიღვიძონ, თორემ სიზრებსაც გაგვიკონტროლებენ".
ვახო სანაია კი არ დააკავეს, არამედ, ბორკილები დაგადეს ყველას, ვინც განსხვავებულად ფიქრობთ!
როდემდე ვაპირებთ ასე ჩმორად ყოფნას?! როდემდე უნდა „მივაჯირყვნინოთ“ თავი ივანიშვილს?
როდემდე ვაპირებთ ამის მოთმენას?! კახეთის ქორწილში რუსების “დაშარდება” იყო გამოხატულება იმ რეალობის, რაშიც გვაცხოვრებს რეჟიმი !!
ყოველ დღე „გაწუწებენ“ თავზე! ყოველ დღე გვაფურთხებენ და აქედან მხოლოდ ლაყბისტები და კომენტატორები ვპასუხობთ.
ანწუხელიძის, რომელაშვილების ქვეყანაში, როდემე ვაპირებთ ასე ცხვრებივით ყოფნას?! გაიღვიძეთ, თორემ სიზმრებსაც გაგვიკონტროლებენ!
დუმილით და უმოქმედობით ყველა თანამონაწილე ხართ ამ რეალობის!
ყველა ვინც შიშით, ჩმორობით ეგუებით მონობას, არაფრით ნაკლებები ხართ რეჟიმზე! დუმილი დანაშულია!
ახლა ტელევიზიებს “ააჭრელებენ” “კასტუმიანი” პოლიტ-კომენტატორები და ნასწავლი სახეებით დაგვარიგებენ ჭკუას. ამასობაში, ჰალსტუხზე “ლატე” არ დაგეღვაროთ. ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა. სოლიდარობა აფახაზეთიდან დევნილ უნიჭიერეს და თავისუფალ კაცს - ვახო სანაიას!" - წერს ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.