რუსეთი ისევ დაიბომბა

22.07.26 21:13
რუსეთი ისევ დაიბომბა

რუსეთის ტერიტორიაზე გადასული ომი სულ უფრო მასშტაბურ ფორმას იღებს. ოკუპანტ ქვეყანაში დღეს მძიმე დღე გათენდა. რუსული ქალაქები ცეცხლის კვამლში იყო გახვეული. მიზეზი უკრაინული დრონების კიდევ ერთი წარმატებული შეტევაა. უკრაინელებმა ამ შემთხვევაშიც იერიში რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან სამოქალაქო ლოგისტიკურ ქსელზე მიიტანეს. დრონების სამიზნე გახდა Wildberries-ის ორი მსხვილი ლოგისტიკური ცენტრი - კრასნოდარსა და ნევინომისკში.

Wildberries მხოლოდ ინტერნეტ-მაღაზია არ არის.  ის ინტერნეტთ ყიდის დრონებს და დრონის ნაწილებსაც რომელსაც რუსეთი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, ამიტომ ორმაგი დანიშნულების ტვირთების განადგურება ახლა უკრაინის ერთ ერთი პრიორიტეტია. ყოველდღიურად ვაილდბერისი 20 მილიონზე მეტი მომხმარებელს ემსახურება, მისი პარალიზებით კი რუსეთის მოქალაქეები ყველზე კარგად ხვდებიან რას ნიშნავს ომი. 

დღეს აფეთქებული ობიექტები შემთხვევით არ შეურჩევიათ. კრასნოდარის ლოგისტიკური ცენტრი სამხრეთ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სადისტრიბუციო კვანძია, საიდანაც საქონელი სხვადასხვა ქალაქში ნაწილდება. მათ შორის ტვირთები აქედან შეაქვთ ანექსირებულ ყირიმში. ორივე ცენტრის ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლა ათასობით მიწოდებას აფერხებს და ლოგისტიკურ ჯაჭვზე პირდაპირ ახდენს გავლენას. 

გუგა არჩვაძე დეტალებით