"გამარჯვებული წალენჯიხა დათმო ოპოზიციამ ამ წარმოუდგენელი ბოიკოტით" - ირაკლი კუპრაძე

22.07.26 21:21
"გამარჯვებული წალენჯიხა დათმო ოპოზიციამ ამ წარმოუდგენელი ბოიკოტით" - ირაკლი კუპრაძე

"გამარჯვებული წალენჯიხა დათმო ოპოზიციამ ამ წარმოუდგენელი ბოიკოტით" - ამის შესახებ "ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. 

მისი თქმით ოპოზიციის ბოიკოტით ივანიშვილი გაძლიერდა - "თბილისი დღეს ივანიშვილის ხელშია, ბათუმი დღეს ივანიშვილის ხელშია, ზუგდიდი ივანიშვილის ხელშია, წალენჯიხა". 

სად მოხდა ისე, რომ ბოიკოტით რამე შეიცვალა? პირიქით, ივანიშვილი გაძლიერდა, თბილისი დღეს ივანიშვილის ხელშია, ბათუმი დღეს ივანიშვილის ხელშია, ზუგდიდი ივანიშვილის ხელშია, წალენჯიხა, გამარჯვებული, გია ხარჩილავას ხსოვნა, მერიდება მის ხსოვნასთან, გამარჯვებული წალენჯიხა დათმო ოპოზიციამ ამ წარმოუდგენელი ბოიკოტით. დღეს წალენჯიხის მერიაში და საკრებულოში "ქართული ოცნება" წმენდას ატარებს. საერთოდ რომელიმე ბოიკოტისტმა ოპოზიციონერმა მოიკითხა წალენჯიხაში წმენდა რომ ტარდება, გამოცხადებული რეორგანიზაციის სახით, რომ ყრიან ადამიანებს სამსახურებიდან - არა, არ მოიკითხა. საკუთარი საკრებულოს დეპუტატები თუ მოიკითხეს, რომლებიც ძალიან მაგარი ჰყავდათ სხვათა შორის "ნაციონალურ მოძრაობას" და მის განაყოფ პარტია "ახალს". ჰყავდათ ძალიან მაგარი დეპუტატები იმიტომ, რომ ძველი თაობის, გამოცდილი, პოლიტიკური მებრძოლები იყვნენ. მოიკითხეს? - ნახევარზე მეტი ემიგრაციაში რომ წავიდა... დაშალეს თავიანთი სტრუქტურა, სტრუქტურა თუ არ გექნა, მზად თუ არ იყავი არჩევნებისთვის, რეგიონებში თუ არ იარე, კრიტიკულ მოქალაქეებს თუ არ ელაპარაკე..." - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.