სუსტად არის, კიდევ 3 კგ აქვს დაკლებული - ლიზა იასკომ სააკაშვილი მოინახულა

24.11.21 15:16
სუსტად არის, კიდევ 3 კგ აქვს დაკლებული - ლიზა იასკომ სააკაშვილი მოინახულა

უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ლიზა იასკომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტი თავს უფრო სუსტად გრძნობს და მას კიდევ 3 კილოგრამი აქვს დაკლებული. იასკოს თქმით, სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის  აუცილებელია, მას  საშუალება მიეცეს, პალატიდან გავიდეს და სუფთა ჰაერზე ისეირნოს.

სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერაფერს კარგს ვერ გეტყვით, ის ისევ სუსტად არის. მომეჩვენა, რომ ის უფრო სუსტად გამოიყურებოდა, ვიდრე ორშაბათს. ორშაბათს ძალიან შეშინებული ვიყავი, ჩვენი შეხვედრა მრავალჯერ შეწყდა, სხვადასხვა პროცედურებს უკეთებენ. ის გახდა რაც აქეთ გადმოიყვანეს, კიდევ 3 კგ აქვს დაკლებული, მუდმივად პალატაშია. მას არ შეუძლია სუფთა ჰაერზე და მზეზე ყოფნა.

მას ახლა ძალიან სჭირდება მხარდაჭერა როგორც ახლობლების, ადვოკატების, ასევე ხალხის მხრიდან. ეს არის ის, რაც ძალიან ეხმარება. მისი სიცოცხლისა და გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. კარგია, რომ ადვოკატი შემოუშვეს ქვეყანაში, ეს მნიშვნელოვანია", - თქვა ლიზა იასკომ. 

მსგავსი სიახლეები