დადიან და ეძებენ გარდაცვლილებს - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალებაზე

24.11.21 15:46
დადიან და ეძებენ გარდაცვლილებს - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის გარდაცვალებაზე

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, ამბობს, რომ ოპოზიციას ძველი ცოდვების კომპლექსი აქვს და ამის გამო ხელისუფლების გასვრასაც ცდილობს. საქმე ეხება დღეს ენმ-ს მიერ აუდიოჩანაწერის გასაჯაროვებას, რომლითაც მტკიცდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, ზეწოლა მიმდინარეობდა. 
 

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია განგებ  ეძებს უბედურ შემთხვევებს, რომ შემდეგ ეს სახელისუფლებო გუნდს გადააბრალოს. 

ამ ოპოზიციას აქვს კომპლექსი იმ ცოდვებისა, რაც ჩადენილი აქვს და უნდა, რომ ამ ცოდვებს რომ ვერ ინანიებს, სხვაც ცოდვილი გახადოს. ასე დადიან და ეძებენ სადმე გარდაცვლილს, სადმე რამე უბედურებას, რომ იქნებ, ხელისუფლებას მიაწერონ.  ია კერზაიას საქმეც ეს არის, ადამიანი შემოწმებაზე შევიდა განათლების სამინისტროს სტრუქტურა, რომელიც ყველა სკოლაში შედის, ადამიანი რაღაცა პერიოდის შემდეგ გულის შეტევით გარდაიცვალა და დაუკავშირეს ამას, - ამბობს ქადაგიშვილი. 

 "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ის აუდიმტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის,  მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს. 

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები