დაუყონებლივ უნდა იქნას გამოძიებული - დეკანოიძე გარდაცვლილი დეპუტატის საქმეზე

24.11.21 15:39
დაუყონებლივ უნდა იქნას გამოძიებული - დეკანოიძე  გარდაცვლილი დეპუტატის საქმეზე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე, ენმ-ს გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის, საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. 

დაუყონებლივ უნდა იქნას გამოძიებული ეს საქმე და ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა ზეწოლაში, შანტაჟში, მოსყიდვასა  და მუქარაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა მიეცნენ", - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

"ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ის აუდიმტკიცებულებები გაასაჯაროვა, რომელიც ბათუმის საკრებულოს დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის,  მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ადასტურებს. 

ნუგზარ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სიახლეები