პუტინის თანაპარტიელები მოუწოდებენ რუსებს, არ თქვან უარი საქართველოში მოგზაურობაზე კახეთში, რუსი ტურისტის ცემის მიუხედავად

23.07.26 14:25
პუტინის თანაპარტიელები მოუწოდებენ რუსებს, არ თქვან უარი საქართველოში მოგზაურობაზე კახეთში, რუსი ტურისტის ცემის მიუხედავად

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვიტალი მილონოვმა ტურისტებს მოუწოდა, კახეთში რუსეთის მოქალაქის ცემის გახმაურებული შემთხვევის გამო საქართველოში მოგზაურობაზე უარი არ თქვან.

NEWS.ru-სთან საუბარში მან განაცხადა, რომ ნასვამ ადამიანებს შორის ხშირად გაუგებრობები ხდება.

კახეთში მომხდარი შემთხვევა საკმაოდ ჩახლართული იყო და გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ დროული რეაგირება მოახდინა. კახელები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი და გაწონასწორებული ადამიანები არიან, ამიტომ მათი აგრესიაში დადანაშაულება შეუძლებელია. ერთმაც დალია, მეორემაც დალია, ერთმანეთს ვერ გაუგეს. ასეთი რამ ხდება. მთავარია, ამ ფაქტისგან გიგანტური სკანდალი არ შეიქმნას. გულწრფელად მჯერა, რომ ეს მცირე ინციდენტი ყველასთვის მისაღები ფორმით დასრულდება. არ ვფიქრობ, რომ საქართველო უნდა იქნეს იგნორირებული, რადგან ეს ის ქვეყანაა, სადაც რუსებს გულთბილად ეპყრობიან, მაშინ როცა ბევრ სხვა ქვეყანაში მათ მხოლოდ ფულის გამო იღებენ, - განაცხადა მილონოვმა.

მისი თქმით, მსგავსი ინციდენტები დასვენების დროს სხვა ქვეყნებშიც ხდება და ბევრად უფრო ხშირადაც, ვიდრე საქართველოში.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს ისტორიულად მჭიდრო კავშირები აქვთ და მიმდინარე შემთხვევის გამოყენების მცდელობა ორ ქვეყანას შორის დაპირისპირების გასაღვივებლად წარუმატებელი იქნება. 

 

მსგავსი სიახლეები