"რუსის ოცნება" - სალომე ზურაბიშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე
"რუსის ოცნება" - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ვერაზე სისხლიან გარჩევას, რა დროსაც სამი პირი დაიჭრა, ერთი არასრულწლოვანი, ნიკოლოზ ღუნაშვილი კი გარდაიცვალა; ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას და კოტე აფხაზზე სამოქალაქო აქტივისტებთან დაპირისპირებას.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სამივე შემთხვევაში "სამიზნე იუმორი" გახდა.
"ის რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას და პიროვნებას გადაატანინა უმძიმესი დღეები, რაც ჩვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა ამოიძირკოს" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
გუშინ მომხდარ ტრაგედიაზე ვერც ვერაფერს ვწერ, იმდენად შემზარავი და აბსურდამდე მისულია ამ ახალგაზრდა სიცოცხლის ასე ერთი გასროლით მოსპობა. სიტყვები არ ჰყოფნის და სიტყვების მაგივრად ბრაზი გიპყრობს. რატომ? რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა? რა დაგვემართა და რა დაგვმართეს?
და გუშინდელ სრულიად განსხვავებულ მოვლენებზე თუ დავფიქრდებით, მათ ერთი რამე აერთიანებს. სამივე შემთხვევაში სამიზნე იუმორია:
- ბავშვები მანქანაში იცინოდნენ! რა გაცინებთო!!! და მოკლეს!
- ჟურნალისტი ირიბ იუმორით აშარჟებს რეპრესიული სქროლვა-სქრინვის სააგენტოს და მის აკრძალვებს. როგორ ბედავო? და დაიჭირეს!
- მსახიობი სტანდაპზე აშარჟებს ყველას და ყველაფერს, რამეთუ ირონია არის ფილოსოფიის ნაწილი, სხვა კუთხით სამყაროს დანახვისა და გააზრების საშუალება. და ოთხი კაცი დაესხა თავს!
ანუ ის რამაც საბჭოთა რეჟიმის დროს საზოგადოებას და პიროვნებას გადაატანინა უმძიმესი დღეები, რაც ჩვენი ხასიათის განუყოფელი ნაწილია, ისიც უნდა ამოიძირკოს!!!
რუსის ოცნება!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.