რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი და დადექით ხალხის მხარეს - ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი ივანიშვილს და მის გუნდს ცხელი აგვისტოს დაწყებამდე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნისკენ მოუწოდებს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ ამ არჩევნებში "ოცნებამ" მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
"ხოლო რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა და დადექით ხალხის გვერდით" - ამბობს ნათელაშვილი.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს გამართულ ბრიფინზე ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტზე ისაუბრა და ამ აქტის დამტკიცებისთვის კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა.
ნეგატიური ინფორმაციებით დამძიმებული ჩვენი საზოგადოება მინდა გავახარო იმით, რომ ამერიკის კონგრესმა მიიღო ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, სადაც ივანიშვილის ტერორისტული რეჟიმი გამოცხადებულია ბრალდებულად/ მის მიმართ დაანონსებულია გამოძიების დაწყება, მხილებულია რეპრესიებში, პოლიტპატიმართა წამებაში, უკანონო დაპატიმრებებში და ყველა იმ ავაზაკურ ქმედებებში, რის გამოც ყოველგვარი პერსპექტივა, რომ მათ გადატვირთონ ამერიკასთან და დემოკრატიულ სამყაროსთან სტრატეგიული ურთიერთობები, გამოირიცხა.
ივანიშვილს და მის ბანდას ახლა დარჩა ერთადერთი გზა, ცხელი აგვისტოს დაწყებამდე გამოაცხადოს ვადამდელი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, სადაც თვითონ არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან მათ ბობოლებს ელოდებიან მოსამართლეები და პროკურორები შესაბამისი კითხვებით, ხოლო რეჟიმის მსახურ სახელმწიფო ჩინოვნიკებს მოვუწოდებ, დატოვეთ გვერდგამონგრეული გემი რაც შეიძლება ჩქარა, სხვა შემთხვევაში ჩვენი ხალხის ტანჯვით მოპოვებული ქონება და თანამდებობები ოხრად დაგრჩებათ. დროზედ ადექით ხალხის გვერდით.
მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჯო უილსონს, სტივ კოენს, როჯერ უიკერს და უამრავ კონგრესმენს, რომლებმაც კბილებით გაიტანეს ეს უზარმაზარი საქმე, მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტში შტატებისა, რომელიც ყველაფერთად ერთად მოიცავს ისტორიულ-სამხედრო ხარჯებს ტრილიონზე მეტს - ეს მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, პეკინის, პუტინის და ირანის მოკავშირე მოდელირებულ რეჟიმს საქართველოში მალე ადგილი არ ექნებად ა არც უნდა ჰქონდეს", - განაცხაადა შალვა ნათელაშვილმა.