სრული გამოჯანმრთელებისთვის სააკაშვილი თავისუფლებაზე უნდა იყოს - ლიზა იასკო

24.11.21 16:22
სრული გამოჯანმრთელებისთვის სააკაშვილი თავისუფლებაზე უნდა იყოს - ლიზა იასკო

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაციისთვის მისი თავისუფლებაზე ყოფნაა საჭირო. ამის შესახებ მან "ტვ პირველთან" ისაუბრა. 

 უკრაინელი დეპუტატი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკურნალობა საზღვარგარეთ უნდა მოხდეს, სადაც არ იქნება სტრესული გარემო  და მისი უსაფრთხოებაც დაცული იქნება. 

თავს გრძნობს ცუდად. ჯერ კიდევ ორშაბათს მქონდა დაგეგმილი მასთან შეხვედრა, ორშაბათს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირბეით მქონდა ძალიან ცუდი განცდები, ის ფიზიკურად თავს გრძნობდა სუსტად. პოსტრავმული სინდრომი, რომლითაც ის იმყოფება გორის ჰოსპიტალში, არის მძიმე. ამ ყველაფერზე კვალი იმ ფსიქოლოიგიურმა ტერორმა იქონია, რომელიც მან გლდანის ციხეში მიიღო. მისი რეაბილიტაცია რამდენი ხანი გაგრძელდება არავინ იცის. ეს ხანგრძლივი პროცესია. საჭიროა მუდმივი კონსულტაციები და დიაგნოზი. მე ვფიქრობ, რომ სრული გამოჯანმრთელებისთვის ის უნდა იყოს თავისუფლებაზე და ეს დამოკიდებულია ექიმების, ქართველი ხალხის და ადვოკატების მუშაობაზე. სხვა შემთხვევაში, ამ მძიმე მოვლენების შემდეგ ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა მოხდეს მისი სწრაფი გამოჯანმრთელება. ასევე უნდა განვიხილოთ მისი გადაყვანა სხვა ქვეყანაში, რომ მისი სიცოცოხლე და უსაფრთხოება იქნება დაცული, სადაც არ იქნება სტრესი და იგრძნობს, რომ არ იქნება პატიმრობაში, - თქვა იასკომ.

რადას დეპუტატი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას ქართულ მხარესთან მუდმივი კომუნიკაციაა აქვს და მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის სურვილსაც გამოთქვამს. 

უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს შორის მუდმივი კომუნიკაციაა. პრეზიდენტი და ყველა შესაბამისის უწყება ახორციელებს ზარებს, აფიქსირებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის მოქალაქეა და გამოთქვამენ სურვილს, რომ ის უკრაინას გადსცენ. რა თქმა უნდა, შეშფოტების საგანი არის, იმის გათვალისწინებით, რაც მოუწყვეს მას გლდანის ციხეში, - ამბობს ლიზა იასკო. 

უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი დღეს  მოინახულა. 

მსგავსი სიახლეები