ოპოზიციის დევნის საქმე - ზარქუა ირწმუნება, რომ “ვიღაც დიპლომატის მონიტორინგი სასამართლოს არ სჭირდება“

23.07.26 18:14
ოპოზიციის დევნის საქმე - ზარქუა ირწმუნება, რომ “ვიღაც დიპლომატის მონიტორინგი სასამართლოს არ სჭირდება“

ერთი ქვეყანა დამისახელეთ სადაც დიპლომატი სასამართლოს ესწრება, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნება" დიპლომატებისთვის სასამართლოს კარის ჩაკეტვას.

ირაკლი ზარქუა ირწმუნება, რომ “ვიღაც დიპლომატის მონიტორინგი სასამართლოს არ სჭირდება.“

შეგიძლიათ ერთი შემთხვევა მითხრათ, რომ უცხო ქვეყნის დიპლომატები ესწრებოდნენ სასამართლოს, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში. არის წითელი ხაზები, სადაც დიპლომატურ მისიებს აქვთ თავისი უფლება მოსილებები, არ უნდა გადაკვეთო. თუ ვინმე წინააღმდეგია, ან არ მოსწონს სასამართლოს გადაწყვეტილება, არის შესაბამისი ინსტანციები და იქ იდავონ. მე არ მაქვს საფუძველი და არც არავის უნდა ჰქონდეს, რომ ვიღაც დიპლომატის მონიტორინგის ქვეშ უნდა წარიმართოს ქართული სასამართლო. ეს ჯერ საკუთარ ქვეყანაში გააკეთონ იმ დიპლომატებმა და მერე გველაპარაკონ ჩვენ, - ამბობს  ზარქუა.

  • ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ასევე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და პოლონეთის საელჩოებმა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, თამარ მახარობლიძეს ერთობლივი წერილით მიმართეს.  
  • დიპლომატები ითხოვდნენ, საელჩოების აკრედიტებულ წარმომადგენლებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სამართლო სხდომებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრების შესაძლებლობა მისცემოდათ, რაზეც "პირველების" ინფორმაციით, მათ მოსამართლისგან უარი მიიღეს. 

 

მსგავსი სიახლეები