,,ფეიკ" ხელისუფლება გვყავს, არაფერს აკეთებენ ყალბი განცხადებების გარდა - გიორგი გუგავა

24.11.21 16:47
,,ფეიკ" ხელისუფლება გვყავს, არაფერს აკეთებენ ყალბი განცხადებების გარდა - გიორგი გუგავა

,,ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 10 მილიარდი ლარი ისესხა, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობას მოახმარა და არა იმ 80 ათასი მშიერი ბავშვის მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომელიც ქვეყანაში გვყავს.

,,ფეიკ" ხელისუფლება გვყავს, 1 წლის განმავლობაში 10 მილიარდი ისესხეს და არაფერი გაკეთებულა ყალბი განცხადებების გარდა. ეს ფული გაქრა, მოიპარეს. 

საერთოდ არ ადარდებთ უმძიმესი სოციალური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია. 80 ათასი მშიერი ბავშვი გვყავს ქვეყანაში. როგორ სძინავთ მართლა, ნიანგის ცრემლები რომ გადმოყარა ივანიშვილმა, იმიტომ გავუშვითი პრემიერი კვირიკაშვილიო, ბავშვები რომ შიმშილობენო. რა, დღეს არ შიმშილობენ? გაიზარდა ეს ციფრი. დონაცია უნდა მოხდეს მათი მშობლების, უნდა დაასაქმონ, სად არის ეს სამუშაო ადგილები?  - განუცხადა გიორგი გუგავამ ,,ტვ პირველს".

მსგავსი სიახლეები