“ანტი-ამერიკული “ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმის ესკალაციას - უილსონი
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოდის.
კონგრესმენი “ქართულ ოცნებას“ გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციაში ადანაშაულებს.
“ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი კიდევ ერთხელ ახდენს გამოხატვის თავისუფლებაზე თავისი თავდასხმის ესკალაციას! ვახო სანაიასა და ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივარ. ყველა ვარიანტი განიხილება!” - წერს უილსონი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.