როგორ უნდა მოახერხოს მიხეილ სააკაშვილმა თავის დაცვა ამ რეალობაში, არ ვიცი - უკრაინელი ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე მისვლის მზაობა გამოთქვა. ადვოკატი ეჭვობს, რომ სააკაშვილს სასამართლოზე თავის დაცვის შესაძლებლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ მიეცემა. ამის შესახებ გრუშოვეცმა "ტვ პირველთან" ისაუბრა. ადვოკატმა მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხნის წინ მოინახულა.
ამ რეალობაში როგორ უნდა მოახერხოს მიხეილ სააკაშვილმა თავის დაცვა არ ვიცი. სააკაშვილმა მითხრა, რომ მზად არის მივიდეს სასამართლოში და დაიცვას საკუთარი თავი. ის ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს იმ საქმეზე, რაზეც ბრალი აქვს წარდგენილი. მე როგორც ადვოკატს მიჭირს საუბარი, როგორ უნდა შეძლოს თავის დაცვა ამ მოცემულობაში სასამართლოში.
მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა მზად არის, რომ მისი გადაყვანა მოხდეს უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილი დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში. დარმწუნებული ვარ, რომ იმ პირობებში, რომელშიც ეხლა იმყოფება ის ვერ შეძლებს რეაბილიტაციის კურსის გავლას და სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღებას. ციხის პირობებში რეაბილიტაცია არის შეუძლებელი. ეს არის იგივე ციხე. 24 საათიანი ვიდეომეთვალყურეობა. ეს რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს მის ჯანმრთელობაზე", - ამბობს ევგენი გრუშოვეცი.