ბერა ივანიშვილი მფარველობს კრიმინალს და ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან - ხატია დეკანოიძე

23.07.26 21:19
ბერა ივანიშვილი მფარველობს კრიმინალს და ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან - ხატია დეკანოიძე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხატია დეკანოიძე ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებასა და პოლიციის უმოქმედობაზე საუბრობს და ამბობს, რომ კრიმინალის ყველა კუნძულს თბილისში და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს.

დეკანოიძის თქმით, სწორედ ბერა ივანიშვილის ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან და ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცს, ან ვინმე მაღალჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ეს პოლიციელიც სისტემიდან გაქრება.

ოპოზიციონერი ლიდერი ქვეყანაში კრიმინალის ზრდაში სწორედ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ “პოლიცია ბიძინას ტერიტორიის შემომფარგლავ ინსტიტუტად გადაიქცა.“

დღეს ჩვენი ტრაგედიაა, რომ არცერთი დედა არ არის წყნარად სახლში. გაუშვებ ზრდასრულ შვილს, არ ვიცი, რა მოუვა, გაუშვებ პატარა ბავშვს, შესაძლოა, დაიხრჩოს აუზში, ან დენმა დაარტყას და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ეს არის ის ძირგამომპალი სისტემა, რაც არის ჩვენი ყოველდღიურობა. 

ეს არის გაუსაძლისი, როდესაც ამ სისტემის გამო, რომელიც შექმნილია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს ემსახუროს, შესაძლოა ჩვენი შვილები ცოცხლები ვეღარ დაბრუნდნენ. ეს არის იმ სისტემის გამოძახილი, რომელიც შექმნა ივანიშვილმა - ოლგარქიული, კორუფციული და მკვლელი სისტემა და კლეპტოკრატია.

კრიმინალი იმიტომ გაიზარდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ბედი არ აწუხებს. ნახეთ, როგორი სისტემაა. სისტემა არის კორუფციული, პოლიცია გადაიქცა მხოლოდ ჩაგვრის ინსტრუმენტად. როგორ წარმოგიდგენიათ, ვახო სანაია, ყოფილი პრეზიდენტი, უამრავი ადამიანი არის ციხეში და ამ დროს ადამიანი, რომელიც აღრიცხვაზე უნდა იყოს... პოლიციელი რომ ხარ,  იცი იმ უბანში რა ხდება და უნდა იცოდე,  ეს თუ არ იცი და გეპარება მკვლელი იარაღით, რომელიც მას არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს, მაშინ შენი ადგილი პოლიციაში არ არის. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრი მფარველობს კრიმინალის ყველა კუნძულს თბილისში და საქართველოში, ყველამ ხომ იცის, რომ ბერა ივანიშვილი ალაგებს ყველაფერს კრიმინალებთან, ნებისმიერი პოლიციელი, რომელიც ხელს მოკიდებს ბერა ივანიშვილის ძმაკაცს, ან  ვინმე მაღალჩინოსნის ძმაკაცებს, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, ეს პოლიციელიც გაქრება სისტემიდან და ზოგადად, ასეთი პოლიციელი აღარ არსებობს. ყველამ ხომ იცის, რომ პოლიცია გადაიქცა ბიძინას ტერიტორიის შემომფარგლავ ინსტიტუტად. ბოლოს როდის გაგიგიათ, რომ მე ვენდობი და დავრეკავ პოლიციაში, პოლიციის მიმართ ნდობა გაქრა, - ამბობს დეკანოიძე.

მსგავსი სიახლეები