ეროვნულ სირცხვილს ავლენს, როცა საქართველოს აქტივები რუსეთის საომარი მანქანის გასაძლიერებლად გამოიყენება - ზურაბიშვილი

23.07.26 21:55
ეროვნულ სირცხვილს ავლენს, როცა საქართველოს აქტივები რუსეთის საომარი მანქანის გასაძლიერებლად გამოიყენება - ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტს ეხმაურება და მას „ეროვნულ სირცხვილს უწოდებს“.

როგორც ზურაბიშვილი წერს, “ეროვნული სირცხვილია, როცა საქართველოს აქტივები რუსეთის საომარი მანქანის გასაძლიერებლად გამოიყენება.“

კრემლის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფი პირები ჩვენს სუვერენიტეტს ღალატობენ, - წერს ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტი. 

ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: საქართველოს აქტივები რუსეთის საომარი მანქანის გასაძლიერებლად გამოიყენება. კრემლის თავის არიდების შესაძლებლობის მიცემით, ხელისუფლებაში მყოფი პირები ჩვენს სუვერენიტეტს ღალატობენ. საქართველო ევროპაშია, ჩვენ არასდროს ვიქნებით რუსული აგრესიის უკანა კარი!, - აცხადებს ზურაბიშვილი. 

  • ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი დაამტკიცა.  პაკეტი მოიცავს სანქციებს იმ სექტორების წინააღმდეგ, რომელთაც გავლენა აქვთ რუსეთის ეკონომიკაზე და შესაძლებლობაზე ომი აწარმოოს.
  • სანქციების სიაში მოხვდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. სანქცია ძალაში 6 თვეში შედის.
  •  
  • სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ნავთობის სექტორში 18 იურიდიულ და 1 ფიზიკურ პირი დასანქცირდა, მათ შორის, რუსეთის 3 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ბელარუსის ერთ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა, ისევე როგორც კომპანია, რომელიც შექმნილია რუსეთში ბელარუსული ნავთობპროდუქტების გასაყიდად. 

მსგავსი სიახლეები