"ვიღაცეებს ურჩევნათ, სააკაშვილი იყოს მკვდარი, ვიდრე ცოცხალი" ედუარდ სააკაშვილი ოპოზიციაზე
"ვიღაცეებს ურჩევნათ, სააკაშვილი იყოს მკვდარი, ვიდრე ცოცხალი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ვაჟმა, ედუარდ სააკაშვილმა, "რადიო თავისუფლებასთან" საუბრის დროს განაცხადა. ედუარდ სააკაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება და ქცევა მის გულისწყვეტას იწვევს.
ძალიან მაშფოთებს, მართლა შემზარავია ოპოზიციის მხრიდანაც საუბარი "აი, თქვენ არ იცით, რა მოხდება", ნებით,თუ უნებლიეთ, ვიღაცეებს მოთხოვნილება უჩნდებათ, მართლა რომ მოკვდეს, რა მაგარ რაღაცეებს გავაკეთებთო. მართლა გამოჩნდა ალბათ, რომ ვიღაცეებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი და არა ცოცხალი ", - ამბობს "რადიო თავისუფლებასთან " ინტერვიუში ედუარდ სააკაშვილი.