თბილისი და რეგიონების ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი
თბილისი და საქართველოს რეგიონების ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი. ელექტრო ენერგიის მიწოდების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეები საქართველოს რეგიონებიდან ავრცელებენ. პირველების ინფრომაციით ქსელი ავარიულად გაითიშა.
გათიშუალია, შუქნიშნები თბილისში.
ამ დრომდე საქართველოს ელექტროსისტემა კომენტარს არ აკეთებს. უწყების პრესამსახური სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
"ვცდილობ გავარკვიო" - ასე პასუხობს ენგურჰესის დირექტორი პირველებს კითხვას, რას მოჰყვა ელექტრო ენერგიის მასშტაბური გათიშვა საქართველოში. დღეს 24 ივლისს თბილისისა და საქართველოს რეგიონებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ.
"რატომ გგონიათ რომ ენგური გაითიშა? რადგან გათიშა, გგონიათ, რომ მაინცდამაინც ენგურჰესის ბრალია? ახლა ვცდილობ გავარკვიო" უთხრა ლევან მებონიამ პირველებს.
დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ჩართულ ამ დროსითვის ენგურის ჰიდროელექტორი სადგური, რომელზეც საქართველოს ელექტრომომარაგების დიდი ნაწილი მოდის, მებონია პასუხობს, რომ არ იცის.
ინფორმაცია განახლდება