წარმოგიდგენიათ, გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?! -გიული ალასანია ოპოზიციის ერთ-ერთ წევრს პასუხობს
მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია, ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის იმ განცხადებამ გაანაწყენა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობამ ოპოზიციური მოძრაობა დააზიანა. ალასანიას შეფასებით, ასეთი პოზიცია მისთვის მიუღებელია, რადგან შეუძლებელია, გმირობამ რაიმე ერთობა დააზიანოს. მესამე პრეზიდენტის დედა არ აკონკრეტებს, ვისი განცხადება იგულისხმა.
გუშინ მოვისმინე ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ თურმე სააკაშვილის 50 დღიანმა შიმშილმა დააზიანა ოპოზიციის მოძრაობა, წარმოგიდგენიათ, ვინმეს გაუგია ესეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?! დაუყონებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც ადამიანი მოგვიწოდებდა, რომ თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, რომ ახლა უნდა წამოწვე მხარ-თეძოზე და დიდხანს დაისვენო , - ამბობს გიული ალასანია.
ალასანიამ შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.