ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის პლატფორმა - ,,ლელოს" ახალი ინიციატივა

24.11.21 17:34
ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის პლატფორმა - ,,ლელოს" ახალი ინიციატივა

"ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის" პლატფორმა - "ლელო საქართველოსთვის" თავისი ახალი ინიციატივის სისრულეში მოსაყვანად ყველა პოლიტიკურ ძალას კონსულტაციებზე იწვევს. 

მა,,ლელო"  ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეროვნული კონსოლიდაციისთვის ახალი ფლატფორმის შექმნის აუცილობლობაზე საუბრობს. 

ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს შეერთებულ შტატებთან თავდაცვის პაქტის გაფორმება, რაც გულისხმობს აშშ-ის სამხედრო ბაზების განლაგებას ჩვენს ტერიტორიაზე. ამერიკასთან ორმხრივი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩვენს ქვეყანას უფრო მიმზიდველ საინვესტიციო მიმზიდველობას მისცემს. 

აუცილებელია, რომ შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა იმისათვის, რომ იქნენ მხილებული საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ. - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კოლეგის ინიციატივას ამ ეტაპზე მხარს უჭერენ ,,გირჩი" და პარტია ,,საქართველოსთვის".

მსგავსი სიახლეები