პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზები - აკითხზე ანტიკრიზისული პლატფორმა 4 პარტიასთან ერთად მსჯელობს
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე დღეს „ანტიკრიზისული პლატფორმა“ და ოთხი პოლიტიკური პარტია მსჯელობენ. შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ტექნიკური მთავრობის ფორმირება, რაზეც პროდასავლურმა ოპოზიციამ შეთანხმება უნდა შეძლოს. დისკუსიაში მონაწილეობენ მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“, „ჯერ საქართველო“, „ქართული რესპუბლიკა“ და „თავისუფლების მოედანი“.
ანტიკრიზისული პლატფორმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მხოლოდ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის თანამშრომლობითა და შეთანხმებით არის შესაძლებელი. მათი შეფასებით, ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა კონსტიტუციურ წესრიგსა და საერთო ხედვების ჩამოყალიბებას ენიჭება. ვიქტორ ყიფიანის თქმით, პოლიტიკური პოლიფონია კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
საკონსტიტუციო მოწყობა, კონსტიტუციით ცხოვრება არის ნორმალური, გამართული ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმთავრესი საწინდარი, ხშირად რომ ვამბობთ ჩვენ - ინსტიტუტები, ინსტიტუტები, ყველაფერი ეს იწყება დაწერილი მთავარი ძირითადი კანონით. ამიტომ ეს ერთი აღსანიშნი მომენტი და მეორე - ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ასე ქვევიდან წამოვა სხვადასხვა ჯგუფებიდან, ახალისებს არა მარტო მექანიკურად პოლიტიკურ ველს, არამედ აზროვნებითაც. ჩვენ სანამ მოვახდენდით ჩვენი პარტიის დამფუძნებულ ყრილობას სხვადასხვა მიმართულებით მოვახდინეთ ჩვენი კონცეპტუალური ხედვების წარდგენა, ერთ-ერტი მტავარი მიმართულება იყო სახელმწიფოს მოწყობა, შესაბამისად, სხვა ჯგუფებისგან თუ როგორ ხედავენ, სად არის კვეთა, რომ გავერთიანდეთ, გავაბევროთ აზრი. საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესალებელია მხოლოდ პოლიტიკური პოლიფონიით ანუ ძალთა ერთობით, ძალთა გაერთიანებით, - ამბიობს ვიქრო ყიფიანი.
შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად საზოგადოებას ქვეყნის მომავლის მკაფიო ხედვაც უნდა შესთავაზონ. "თავისუფლების მოედნის" წარმომადგენლის, გიორგი შაიშმელაშვილის განცხადებით, სწორედ უკეთესი საქართველოს კონცეფციის არარსებობა აფერხებს ცვლილებებისადმი საზოგადოების მხარდაჭერას.
კრიზისის დასაძლევად, მე ვიზიარებ ასევე რომ მომავალი საქართველოს შესახებ ჰქონდეს მოსახლეობას წარმოდგენა, იმიტომ, რომ კრიზისის არ თუ ვერ დაძლევის ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის, რომ ადამიანები ცვლილებას არ უჭერენ მხარს, მათ შორის იმის გამო, რომ არ აქვთ უკეთესი საქართველოს პერსპექტივა, ხედვა,მ ამიტომ ეს შეხვედრა მათ შორის ამას ემსახურება, რომ წარმოვიდგინოთ როგორი იქნება უკეთ კონსტიტუციურად მოწყობილი საქართველოს აღმასრულებელი სასამართლო და საპარლამენტო ხელისუფლება, როგორ შეიძლება მართლწესრიგის ინსტიტუტების უკეთესად, საპარლამენტო კონტროლის ორგანიზება და ა.შ., - ამბობს გიორგი შაიშმელაშვილი.