“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დაბა ვალეს მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს

24.07.26 15:32
“ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დაბა ვალეს მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს

სასმელი წყლის პრობლემა, დაზიანებული გზები და გაუმართავი ინფრასტრუქტურა - დაბა ვალეს მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

თურქეთის საზღვართან ახლოს მცხოვრები მოქალაქეები ამბობენ, რომ წლებია, უმძიმეს სოციალურ პირობებში ცხოვრობენ.

ადგილობრივებს დღეს “ძლიერი საქართველო ლელოს“ წევრები შეხვდნენ. ოპოზიციონერებმა ხალხისგან მოისმინეს, რომ ადგილზე წყალმომარაგების პროექტზე 12 მილიონზე მეტია დახარჯული, თუმცა შედეგი დღემდე არ არის.

ტრადიციული პრობლემებია, სრული ინფრასტრუქტურული ქაოსი, კორუფციული რისკები, რომლებსაც თვალნათლივ ხედავ, ავარიული სახლები, მიტოვებული მოსახლეობა, არა სამუშაო ადგილი, არა ზრუნვა, არა რესურსი, პროდუქტი ძვირი - წარმოუდგენელი ვითარებაა. ტოტალური სიღარიბე, რაც ივანისვილმა მოაწყო რეგიონებში, გამოსავალი არის ის, რომ ივანიშვილის ანტი ქართული და ანტი ეროვნული რეჟიმი შეიცვალოს, - განაცხადა კურპაძემ.

 

მსგავსი სიახლეები