გარდაცვლილი პატიმარი გლდანის ციხეში - ეგორ გრეგენკოს ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

24.11.21 17:25
გარდაცვლილი პატიმარი გლდანის ციხეში - ეგორ  გრეგენკოს ცხედარი ექსპერტიზაზე  გადაასვენეს

რამ გამოიწვია გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალება - ეგორ  გრეგენკოს ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გლდანის ციხეში ამ დრომდე იმყოფება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც "პირველების" ინფორმაციით, გარდაცვლილის თანამესაკნეებს ჰკითხავს. არსებობს ვარაუდი, რომ გრეგენკოს სიკვდილი  მათთან კონფლიქტს უკავშირდებოდა.

ეგორ გრეგენკოს  უფლებდამცველს, ჯაბა კოჭლამაზაშვილს, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ  გვამის დათვალიერების უფლება ამ დრომდე არ მისცა. უფლებადამცველი ამბობს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში პრობლემებია. 

დამირეკა ინსპექტორის სამსახურმა. მაცნობა, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგორენკო დღეს იპოვეს გარდაცვლილი და ვინ მოახდენდა მის პროზექტურიდან გაყვანას. სასწრაფად დამასწარით -მეთქი გვამის დათვალიერებას და გარკვეული დაძაბული საუბრის შემდეგ მითხრა, რომ მე დაგასწრებ. ციხის ადმინისტრაცია რაღაც შინაგანაწესის გამო, რომელიც არ ვიცი, არ მიშვებს შიგნით, ორი  აცრა მაქვს გაკეთებული და კორონავირუსით გადატანილი მაქვს.  არის პრობლემები პენიტენიცურ დაწესებულებაში. არ შეიძლება, რომ ასე ახალგაზრდა ბიჭს დილით გარდაცვლილს პოულობდე, - ამბობს ადვოკატი. 

 გლდანის ციხეში 32 წლის უკრაინის მოქალაქე, ეგრო გრეგენკო,  გარდაცვლილი დღეს იპოვეს. 

მსგავსი სიახლეები