ჩორჩანას საგუშაგოს ჩაბარება ივანიშვილს რუსებისთვის დიდი ხანია უნდა - ოპოზიცია
აიღებს თუ არა “ოცნება“ ჩორჩანას საგუშაგოს - ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საგუშაგოს გაუქმების საკითხი ქართულ მხარესთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დააყენა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მოტივებით ჩორჩანას ჩაბარების პროცესი დაიწყო, ხელისუფლებას 2 გამოსავალი აქვს.
2 გამოსავალი აქვს ხელისუფლებაზე ჩორჩანაზე მას შემდეგ, რაც პოლიტიკური მოტივებით დაიწყო ჩაბარების პროცესი. ერთი არის ის, რომ შევიდეს ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი საგუშაგოზე, ტყის გაკაფვის შემდეგ და იქ არავინ დახვდეს, ჩვენი წარმომადგენელი და მეორე, შექმნან ილუზია, რომ თითქოს, შეთანხმდნენ, საგუშაგოს თუ აიღებენ, ყველაფერი ისევ ისე იქნება. მიუხედავად იმის, რომ მონიშვნები ვნახეთ ჩვენ ტყეში, მიუხედავად იმის, რომ უკვე ინვესტორი მოძებნილი ჰყავდათ, წალკის საბადოსთან დაკავშირებით, - ამბობს თეონა აქუბარდია.
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხატია დეკანოიძე დარწმუნებულია, რომ ჩორჩანას საგუშაგოს ჩაბარება ივანიშვილს რუსებისთვის დიდი ხანია უნდა.
დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი ხანია, ჩორჩანას საგუშაგოს ჩაბარება უნდა ივანიშვილს რუსებისთვის, ისევე როგორც მაგალითად, გავიხსენოთ, რომ ანექსიის მცდელობის არცერთ ეტაპზე არცერთი განცხადება არ გაუვრცელებია. ივანიშვილი სიმხდალით სავსე პოლიტიკით აპირებს, რომ ჩააბაროს საქართველოს ტერიტორიები რუსეთს, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.
- "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს. მათი თქმით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, უწყებამ განცხადებაში არ ახსენა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ ჩორჩანას საპოლიციო საგუშაგო აიღოს. პარტია მოითხოვს, რომ სუს-მა და საგარეო უწყებამ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა პასუხი გასცეს ოკუპირებული ტერიტორიის წარმომადგენლის ამ მოთხოვნას.